შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის! არასამთავრობო ორგანიზაცია“Helping Hand”იწყებს პროექტს „ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილებებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია “Helping Hand” იწყებს პროექტს „ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილებებისთვის“, რომელიც ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით და მოიცავს საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტს.
ახალგაზრდების გაძლიერება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შერბილებისა და ადაპტაციის პროცესში. პროგრამა დაეხმარება 16-24 წლის ახალგაზრდებს თავიანთი უფლებებისა და პასუხისმგებლობების გააზრებაში, ადგილობრივი თემის ცხოვრებაში ჩართვასა და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებაში.
რა ეტაპებს მოიცავს პროექტი?
თანატოლ-განმანათლებლების გადამზადება – შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მოხალისეობის საკითხებზე.
განათლების გაზიარება – გადამზადებული მონაწილეები თავის ცოდნას თანატოლებს გაუზიარებენ და ჩაატარებენ საგანმანათლებლო შეხვედრებს.
მცირე პროექტების განხორციელება – ახალგაზრდები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ეკო-ინიციატივებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
თუ ხარ 16-24 წლის და ცხოვრობ დუშეთში, კასპში, ქარელში ან მარნეულში, შეგიძლია შემოგვიერთდე!
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი