რუსთავის სპორტის სასახლეში კიბერ ფეხბურთში მასშტაბური ტურნირი – „რუსთავის თასი 2025“ ჩატარდა

რუსთავის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ისტორიაში, კიბერ ფეხბურთში ყველაზე მასშტაბური ტურნირი – „რუსთავის თასი 2025“ ჩატარდა.

ტურნირი რუსთავის სპორტის სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 300-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირის მეორე ეტაპზე გადასული 128 მონაწილიდან, კი გამარჯვებული გამოვლინდა.

გამარჯვებულ სპორტსმენს, „რუსთავის თასი- 2025“ და ფულადი ჯილდო, ტურნირის ყველა მონაწილეს კი, რუსთავის მერიის სპეციალური საჩუქარი გადაეცა.

ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარები ალექსანდრე დალაქიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი დაესწრნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading