ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა.
მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 399 ლარი შეადგინა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 42 399 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მგზავრებს, დაიცვან საბაჟო რეგულაციები და არადეკლარირებული ტვირთის შემოტანით თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.