ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტებში პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია, გიგა ნამიჭეიშვილი და ნიკა კობახიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading