ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

შეხვედრას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საკითხით დაინტერესებული ფიზიკური პირები ესწრებოდნენ.

სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონის ამოქმედების თარიღთან, რეგისტრირების ფორმებთან, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების წესთან დაკავშირებით.

ხაზგასმით იქნა განმარტებული, რომ კანონი მოიცავს გამონაკლისებს, რომლებიც ითვალისწინებენ არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციონირების ისეთ სფეროებს, როგორიცაა მაგალითად, რელიგიური, აკადემიური ან სამეცნიერო მიმართულებით განხორციელებული კეთილსინდისიერი საქმიანობა, ან ისეთი სფერო, როგორიცაა სამედიცინო ან ჰუმანიტარულ დახმარება. გაცხადდა, რომ ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია თავისუფლდება რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

ამასთანავე, ყველა დამსწრეს მიეცა შესაძლებლობა, დამატებით დაესვა კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, და მიეღოთ შესაბამისი ინფორმაცია.

შეხვედრის შეჯამებისას ხაზი გაესვა ამ ტიპის შეხვედრების დიდ მნიშვნელობას და ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ არ კრძალავს არცერთ საქმიანობას, არამედ ის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებს აძლევს თავისუფლად მოქმედების უფლებამოსილებას და ამავდროულად უზრუნველყოფს მათ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading