შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ, ყოველწლიურ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს უწყების საქმიანობის, მათ შორის სტაჟირების, პრაქტიკის პროგრამების, ასევე დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს.

დასაქმების ფორუმი სხვადასხვა სპეციალობის მქონე სტუდენტებისთვის გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის

წარმომადგენლებმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading