საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში, კულტურის მინისტრ ქალბატონ თიკა რუხაძესთან ერთად, დაესწრო სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უდიდესი ბედნიერებაა გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს და აფიქრებს როგორც კაცობრიობის, ისე ერთი ადამიანის საზრისსა და ბედზე.

მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ რობიკოსა და რუსთაველის თეატრის დასს ამ უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading