„ქართული ოცნების“ რუსთავის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარტის დღესასწაულების ფარგლებში, კოლეჯ „მოდუსში“ სხვადასხვა სოციალური სტატუსის და პროფესიის ქალბატონებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობა იყო დღევანდელი აქტივობის მთავარი მიზანი, რასაც „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია დაარსების დღიდან ემსახურება.

„მოდუსის“ სტუმრებმა დღეს კოლეჯის სასწავლო და პრაქტიკული გაკვეთილების სივრცეები დაათვალიერეს, ასევე დააგემოვნეს კულინარიის კურსდამთავრებულთა მიერ მომზადებული კერძები.

კოლეჯის ხელმძღვანელებმა ქალბატონებს მოქმედი კურსებისა და პროგრამების შესახებ უამბეს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ასი პროცენტით აფინანსებს.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მეორე წელია, რაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ პროგრამებზე, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარიანი სტიპენდია გაიცემა.

როგორც „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის წევრები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, კოლეჯი „მოდუსი“ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის მუდმივი და ერთგული პარტნიორია და კვლავ იგეგმება სხვადასხვა ტიპის ერთობლივი აქტივობების განხორციელება.

ინფორმაციას ქართული ოცნება-რუსთავი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading