ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.
რომეო ბერიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე ალბანელ და თურქ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი მოლდოველ მოჭიდავესთან დათმო.
საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ორი მედალია. ვერცხლის მედალი კობა ქარუმიძემ (55 კგ) მოიპოვა.
ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.