ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომაგაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.
წარმომადგენლობითმა ორგანომ მოისმინა 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის
პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით,
საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 8.2 მლნ ლარის შემოსავალი, რაც წლიური
გეგმის 17%-ს შეადგენს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 11.9 მლნ ლარს (24%) აღწევს.
აღინიშნა, რომ ბიუჯეტის შესრულება მიმდინარეობს დინამიკურად და განსაკუთრებით
აქტიური მაჩვენებლები ფიქსირდება სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ
პროგრამებში, რაც მოსახლეობაზე ორიენტირებული პოლიტიკის ეფექტიან
განხორციელებას უსვამს ხაზს.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის
პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტი
სტაბილურად აგრძელებს განვითარების პრიორიტეტების დაფინანსებას და აქტიურად
ახორციელებს დაგეგმილ პროგრამებს.“
სხდომის ფარგლებში ასევე დამტკიცდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
საბჭოს 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა
გაძლიერებას, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაზრდას და
ბავშვთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში.