ქართველი მოჭიდავე საბა ჩილაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ჩილაშვილი (130 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე საბა ჩილაშვილმა უნგრელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალი კი უკრაინელ მოწინააღმდეგესთან დათმო.

საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია. ვიცე-ჩემპიონი კობა ქარუმიძე (55 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი რომეო ბერიძემ (63 კგ) მოიპოვა.

ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading