ქარელში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს, რომელიც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირიცხება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ავტომობილი და პირადი ნივთები ჩხრეკისას ამოიღეს: 260 გრამი „ალფა პვპ“, 8 გრამამდე მეთადონი და ჰეროინი. ასევე პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით ისჯება და ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.