ფულადი დახმარება იზრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს-ს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტით ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ პოლიციელებზეა გათვალისწინებული.

🔹 მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელებისა და მეხანძრე-მაშველების ოჯახების კომპენსაცია 30 000 ლარი ხდება.

📌 ცვლილებათა პაკეტით:
▪️ ინერგება სამედიცინო შვებულება პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს – ეს ინსტიტუტი აქამდე კანონმდებლობაში არ არსებობდა
▪️ ცვლილებები თანაბრად გავრცელდება პოლიციელებსა და მეხანძრე-მაშველებზე

💰 ერთჯერადი ფულადი დახმარება ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში:
▪️ მძიმე დაზიანებისას – 20 000 ლარი (7 000-ის ნაცვლად)
▪️ ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი
▪️ მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 ლარი

⚖️ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში:
▪️ ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა 30 000 ლარი (15 000-ის ნაცვლად)
▪️ დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება 2 000 ლარით

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მიზნად ისახავს პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა სოციალური დაცვის გაძლიერებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading