უკანონო თევზჭერის ფაქტი თელავის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

➡ სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტაზე, მოქალაქე თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა ხრამულის სახეობის 4 კგ თევზი.

❗ ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

⚠️ ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თევზს, არამედ წყლის ეკოსისტემაში არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს და საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც.

❗ ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. დასჯადია მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

➡️ ბრაკონიერობის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
📞 სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ თითოეულ შეტყობინებაზე ხორციელდება მყისიერი რეაგირება.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading