საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

📊 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 12%-იან ზრდას წარმოადგენს.

🔹 ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია:
▪️ პრომეთეს მღვიმეს
▪️ მარტვილის კანიონს
▪️ სათაფლიას
▪️ მტირალას ეროვნულ პარკს
▪️ წალკის კანიონს

🌍 ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მიმართ მზარდ ინტერესს საერთაშორისო დონეზე.

🛤️ დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების შექმნის მიმართულებით. წლის განმავლობაში სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია თბილისის ეროვნული პარკის ეკოტურისტული სივრცის გახსნა.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading