2026 წლიდან ახალი კანონი,რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება

2026 წლის 1 იანვრიდან იწყება კანონის ეტაპობრივი ამოქმედება, რომელიც შეეხება შინაურ ცხოველთა დარეგისტრირებას, სტერილიზაციას, მოვლას და უსაფრთხოებას. კანონის სრული ძალაში შესვლა იგეგმება 2028 წლის 1 ივლისამდე.

🐾 ძირითადი ვალდებულებები მეპატრონეებისთვის:

  • 2026 წლის 1 ივლისიდან:
    ▪️ ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია
    ▪️ საშენის რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში
  • 2027 წლის 1 იანვრიდან:
    ▪️ სტერილიზაცია/კასტრაცია გახდება სავალდებულო (რეგისტრირებული ცხოველები, რომლებიც ადრე იდენტიფიცირებული იყო, 2027 წლის 1 იანვრამდე ამ წესს არ ექვემდებარებიან)
    ▪️ ცხოველების ცოფის ვაქცინაცია სავალდებულო
  • გასეირნება ალიკაპის ან საბლის გარეშე – 150 ლარი
  • მგზავრობა – 150 ლარი
  • შეყვანა – 50 ლარი
  • 2027 წლის 1 იანვრიდან დარღვევებისას ჯარიმები:
    ▪️ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია – 1 500 ლარი
    ▪️ სტერილიზაცია/კასტრაცია – 1 500 ლარი
    ▪️ ცოფის ვაქცინაცია – 500 ლარი
    ▪️ გამრავლება თანხმობის გარეშე – 3 000 ლარი
    ▪️ ცხოველის მიტოვება – ფიზ. პირი 5 000 ლარი, იურ. პირი 10 000 ლარი.
  • საშენებისა და სუბიექტებისთვის:
  • რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა – 3 000 ლარი
  • მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა – 500 ლარი

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა:

  • ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რომელიც გამოიწვევს დასახიჩრებას:
    ჯარიმა, შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე
  • ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რომელიც გამოიწვევს მკვდრობას:
    შინაპატიმრობა 1-2 წელი ან თავისუფლების აღკვეთა 2-5 წლამდე.

მთავარი ეტაპები:

  • 2026 წლის 1 თებერვალი – ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტისა და ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი წესის წარდგენა
  • 2026 წლის 1 მარტი – რეგისტრაციის წესის, სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის დამტკიცება
  • 2027 წლის 1 იანვარი – ჯარიმების აქტივაცია ცხოველების მოპყრობისა და მოვლის დარღვევებზე
  • 2027 წლის 1 ივლისი – კინოლოგთა/ფელინოლოგთა სერტიფიცირების წესის დამტკიცება
  • 2028 წლის 1 ივლისი – კინოლოგთა/ფელინოლოგთა სერტიფიცირების დასრულება

კანონი მიზნად ისახავს ცხოველთა დაცვას, უსაფრთხო მოვლასა და მეპატრონეთა პასუხისმგებლობის გაზრდას, ხოლო რეგულაციები თანმიმდევრულად შევა ძალაში, რათა ყველა მხარემ შეძლოს ადაპტირება ახალი წესების შესაბამისად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading