მარნეულში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჭიპაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
🏛️ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ხაზი გაუსვა ქარსაფარი ზოლების აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პროცესს სრულ მხარდაჭერას გაუწევს.
👩🌾 ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს:
▪️ ქარსაფარი ზოლების დანიშნულებისა და სარგებლიანობის შესახებ
▪️ დაგეგმილი აღდგენა-გაშენების პროცესზე
▪️ ნარგავების დაცვის მექანიზმებზე
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქარსაფრების დაცვის არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა როლზე.
📍 აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 314.54 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც აღდგენა-გაშენების სამუშაოების დაწყებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.