დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა
ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა (თურქეთის მოქალაქე) დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
🚑 შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
⏰ ფაქტი გუშინ ღამით მოხდა.
⚖️ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.