მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს!

,,რიგაში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, მეორე საშეჯიბრო დღეც წარმატებული აღმოჩნდა.

მარნეულელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ღირსეულად წარმოაჩინეს მარნეულის მუნიციპალიტეტი და საქართველო.

ოქროს მედალი – სანდრო იაკობაშვილი

M2 -81 კგ წონითი კატეგორია

ვერცხლის მედალი – გელა ქალდანი

M1 -81 კგ წონითი კატეგორია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს სანდროს და გელას ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და მადლობას უხდის მათ ღირსეული ასპარეზობისთვის, ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას საერთაშორისო ტატამებზე, მათი წარმატება მაგალითია მომავალი თაობისთვის.

კვირას, 25 მაისს, გაიმართება გუნდური შეჯიბრება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტები, გიგლა წიფიანი, ემზარ ქალდანი, რზა აბასოვი, სანდრო იაკობაშვილი და გელა ქალდანი!

არ გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრები!

ერთად ვუგულშემატკივროთ!!”-აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading