ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაცია 1-ლი ოქტომბრიდან მხოლოდ სახელმწიფო კომპეტენციაში გადავა 💊⚖️
🗓 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების, საბითუმო რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მოხდება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
📌 ცვლილების ძირითადი მიზნებია:
- მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების რისკის შემცირება;
- ფასების სტაბილიზაცია;
- პროცესის გამჭვირვალობა და მკაცრი კონტროლი.
🗣 ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს ახალი წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა:
🟦 „სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი, რაც ფასწარმოქმნისას მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ჩვენ ველით სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მხარისგან“.
📍ახალი წესის შესაბამისად:
- საბითუმო დისტრიბუცია განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო იურიდიული პირის – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მეშვეობით.
- შეკვეთები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელფოსტაზე: 📧 sales@mhpa.ge
- შეკვეთისთვის საჭირო სპეციალური ფორმა ხელმისაწვდომია ცენტრის ვებგვერდზე.
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზები:
👉 591 960 680
👉 591 960 690
🔍 ცვლილება ეხება მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
✅ საცალო გაყიდვა რჩება აფთიაქებში, თუმცა სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებითა და სამართლიანი ფასების პრინციპით.