დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ნობათი დაარიგა

მერიის სააღდგომო ამანათი სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 150- მდე ოჯახს გადაეცა.

სადღესასწაულო ამანათების დარიგებაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისუს, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის დელეგატი-დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი – კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – პაატა ყულიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იღებდნენ.

მერმა მოსახლეობას აღდგომის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მსგავსი სახის სოციალურ აქტივობებს ინტენსიურად ახორციელებს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading