რუსთავში CO-ს ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საჰაერო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულის ბინებში, რა დროსაც მე-4 სართულზე მცხოვრები ასაკოვანი დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები სამი არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.

ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading