ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დეტალებს

„დავიწყებ 26 მაისიდან. ამ ფოტოებმა გამოიწვია საკმაოდ დიდი რეზონანსი იმიტომ, რომ ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა ან რამე, ეს იყო განადგურება საკუთარი ადამიანების. მე საპატიმროში შევიტყვე იმის შესახებ, თურმე მე გადამიღია ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს, რომ ამათ მიჰყავდათ ცოცხალი. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ მძიმე და რთული დღე იყო და უამრავ რეპორტიორს და ჟურნალისტს აპარატურა გაუფუჭდათ. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს სცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ, ამის უამრავი მაგალითია. ასავალ-დასავალის ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც ნაცემი იყვნენ, სხვადასხვა რეპორტიორები. მეორე დღეს აღლუმი როდესაც ჩატარდა 26 მაისს, უამრავი ადამიანი იყო, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს ნაცემი იყვნენ, ან ე.წ. რეზინის ტყვიებით დაცხრილული“, –  განაცხადა ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading