სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ბათუმში, საბავშვო ბაღში „სტარ ბათუმი“ (ს/კ 345682692).
შეფასების შედეგად გამოვლინდა:
- კრიტიკული შეუსაბამობები;
- არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა;
- საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
⚠️ დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, მანამდე ვიდრე პრობლემები არ გამოსწორდება.
📞 სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის შემთხვევის აღმოჩენისას ცხელ ხაზზე 15-01 შეატყობინონ.
🤝 მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს დროულად შეუსაბამობების გამოვლენასა და გამოსწორებას.