შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისიამ 926 კგ ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიამ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) გაანადგურეს სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკები, მათ შორის:

  • კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი, MDMA, ალფა-PVP, კეტამინი, კლეფედრონი, ბუპრენორფინი, ტრამადოლი, კოდეინი, დიაზეპამ, მარიხუანა;
  • სხვადასხვა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკების განადგურების პროცესში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. პროცესი განხორციელდა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ინახება სპეციალურად მოწყობილ საწყობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო სასამართლო განაჩენის შემდეგ ნადგურდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading