მარნეულის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა:
- მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე პროცესები;
- რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის ეტაპები;
- ეკოლოგიური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები;
- „კარიბჭის გადასახადის“ მოდელი და ტარიფების დათვლის ერთიანი მეთოდოლოგია, რომელიც მომავალში მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ხარჯების უფრო ეფექტურად ადმინისტრირებაში დაეხმარება.
შეხვედრას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი, ასევე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები. მათთან ერთად განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას კიდევ უფრო დააჩქარებს.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს ობიექტი, გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს.