სურსათის ეროვნული სააგენტომ ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად დაფიქსირდა კრიტიკული დარღვევები:
- საქმიანობა განხორციელდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე;
- ფერმაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი) დაილუქა.
ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობა. მიმდინარე წელს გამოვლენილია ასევე ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები, რომლის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია.