დიდ ბრიტანეთში, ქალაქ შროპშირში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში, შროპშირში, არხის ქვეშ უზარმაზარი ორმოს წარმოქმნის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

dailymail-ის ინფორმაციით, დაახლოებით 50-მეტრიანი ჩაღრმავების გაჩენის შედეგად არხში წყალი დაშრა, რის გამოც ნავები ფსკერზე აღმოჩნდა. შემთხვევის დროს მაშველებმა სულ მცირე 10 ადამიანი გადაარჩინეს.

მედიის ცნობით, წყლის გაქრობის შემდეგ ორი ნავი არხის ფსკერზე გაჩენილ ორმოში ჩავარდა და ამ დრომდე იქ რჩება.

მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები ადგილზე მუშაობენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading