დმანისში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია შესული
დმანისში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაციის აქტიური სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა პროექტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და მიმდინარე სამუშაოები შეაფასეს.
კობა მურადაშვილის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, რომელიც სულ მალე 22 სოფელს და ქალაქ დმანისის მოსახლეობას ხარისხიან წყალს 24 საათიან რეჟიმში მიაწვდის.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორცილედება მუნიციპალიური განვითარების ფონდის მიერ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall




