რუსთავში თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

რუსთავში თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში N4, N16 და N20 ავარიული საცხოვრებელი კორპუსები გამაგრდა და აღდგენილია.

შემდეგ ეტაპზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, N8 კორპუსის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება. ელექტრონული ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ამჟამად მიმდინარეობს შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია: ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათება, დასასვენებელი ზონა და ტერიტორიაზე 1850 ახალი ხე-მცენარე დაირგვება.

სამუშაოებს გაეცნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელები.

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 3 282 091 ლარია, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტით ფინანსდება. რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მოიცავს ქუჩის ყველა ავარიულ კორპუსს, მოსახლეობასთან შეთანხმებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading