სპორტის მინისტრი East vs West 16-ის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე East vs West 16-ის ღონისძიებას დაესწრო. პრესტიჟული ტურნირი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა მკლავჭიდელებმა.

ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება გენადი კვიკვინიასა და დევონ ლარატს შორის გაიმართა. შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა ანგარიშით 1:4 დათმო. ბაჩო საგინაშვილმა ამერიკელ ბრედ გრანდს სძლია. 95 კგ წონით კატეგორიაში ტიტული დათმო ირაკლი ზირაქაშვილმა და ჩემპიონის ქამარს ტოდ ჰაჩინგსი დაეუფლა. შეხვედრები დათმეს ვასილ დაუთაშვილმა და ბეთქილ ონიანმაც.

ღონისძიებაზე გაირკვა ლევან საგინაშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა – ქართველი „ჰალკი“ ერმეს გასპარინის დაუპირისპირდება.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading