სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება დეცენტრალიზაციის ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ამ პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერებულ ჩართულობას მიეძღვნა.

შეხვედრა თბილისის საკრებულოში გაიმართა და მას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო უფლებამოსილებების დელეგირების მექანიზმები, რომლებიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა – ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის უფლებამოსილების გადაბარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პროცედურების გაცნობასა და შეთანხმებას, რომელიც სასკოლო ინფრასტრუქტურის უწყვეტი განვითარების გარანტია იქნება.

„ჩვენი მიზანია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასთან და გადაუდებელი საჭიროებების აღმოფხვრასთან დაკავშირებული პროცესები იმავე გრაფიკით, რეჟიმითა და ხარისხით გაგრძელდეს, როგორც იყო დაგეგმილი და მიმდინარეობს. გადაბარების პროცესში, ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით, დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და სამომავლო გეგმები. ეს არის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას მეტ უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას ანიჭებს”, – განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაში იქნება როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროზე, ასევე ქალაქ თბილისის მერიასა და რეგიონების მუნიციპალიტეტებთან.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებები შესაბამის სამინისტროებს გადაეცემათ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას.

ეს ნაბიჯი ქვეყნის განათლების სისტემის მოდერნიზაციისკენ მიმართული პროცესების ნაწილია, რომელიც ნარჩუნებს მთავარ პრინციპს — ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლების ღირსეული და უსაფრთხო გარემო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading