მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას დაესწრო

შეხვედრაზე რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ უფლებამოსილება სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის განხორციელებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურული საჭიროებების ოპერატიულად მოგვარებას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებულები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading