მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 28 უცხოელი გააძევეს საქართველოდან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან გაძევდა 28 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: აზერბაიჯანი, ბელორუსი, ეგვიპტე, ერაყი, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იორდანია, ირანი, ისრაელი, პაკისტანი, რუსეთი და ჩინეთი — სულ 28 პირი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების განხორციელება.