ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხებზე სამუშაო შეხვედრას დაესწრო

  • თბილისის საკრებულოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, დაესწრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ უფლებამოსილება სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის განხორციელებაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროცედურების გაცნობა ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების უწყვეტი რეაბილიტაციის პროცესის გამართვას. 2025 წლის პირველი სექტემბრიდან ინფრასტრუქტურული უფლებამოსილებები შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading