აჭარაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული სასჯელის სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა. სამართალდამცველებმა იგი ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული ლ.ჩ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.