დაცვის პოლიციის პროფესიული დღე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში – დაცვის პოლიციის პროფესიული დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი,

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ კუპატაძე,

დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუპატაძემ, პროფესიული დღე მიულოცა თანამშრომლებს და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მიმოიხილა დეპარტამენტის პრიორიტეტული მიმართულებები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის სხვადასხვა დანაყოფის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა იქნა წარმოდგენილი.

ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი დააჯილდოვეს. განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტროს მედალიონით ორი თანამშრომელი დაჯილდოვდა, ხოლო 24 თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading