დავით კარგარეთელი: სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეებია

გარდაბნის მულიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, სოციალურ ქსელში სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხმაურება.

„მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან გაიმართა შეხვედრა, სადაც სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უფლებამოსილების მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირების საკითხი იქნა განხილული, რაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობს,“ – წერს გარდაბნის მულიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.

აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების უფრო აქტიურ მონაწილეობას სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში, რაც განათლების ხარისხის ზრდას და სასწავლო გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading