სირიის საზღვარზე რიგებია, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ათასობით სირიელი ქვეყანაში ბრუნდება

სირიის სასაზღვრო პუნქტებზე ლტოლვილების რიგებია, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტეს. ყველაზე მეტი სირიელი თურქეთის და ლიბანის საზღვარზე შეინიშნება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ასევე დაფიქსირდა ქვეყნიდან იმ ადამიანების წასვლა, რომლებსაც არეულობის ეშინიათ, მაგრამ მათი რაოდენობა დაბრუნების მსურველებთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში აცხადებენ, რომ თუ სირიაში პოლიტიკური სტაბილურობა დამკვიდრდება, იქ 2025 წელს ათასობით ადამიანი დაბრუნდება, რომლებმაც ქვეყანა ამქოქლეო ომსი და პოლიტიკური რეპრესიების გამო დატოვეს.

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის შემდეგ სირია 6,7 მლნ-მა ადამიანმა დატოვა. 3,7 მლნ თურქეთში ცხოვრობს, ორი მილიონი ლიბანში და ორი მილიონი იორდანიაში, ევროკავშირში 1,8 მლნ სირიელია ჩასული, აქედან უმეტესობა, 700 ათასი, გერმანიაში ცხოვრობს.

გერმანიამ და ავსტრიამ უკვე განაცხადეს, რომ სირიელებისგან თავშესაფრის ახალი თხოვნების განხილვას იქამდე აჩერებენ, ვიდრე სირიაში სიტუაცია უფრო ნათელი არ გახდება. მოგვიანებით იგივე განაცხადეს საბერძნეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის და საფრანგეთის მთავრობებმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading