საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის – გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი
ჩინეთში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას.
ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თქმით, დოკუმენტები მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას, ინვესტიციების ზრდას და „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ერთობლივ განვითარებას.
ასევე გაფორმდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.
„ეს შეთანხმებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ჩინეთთან და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციებისა და ექსპორტის მიმართულებით,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.