საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი “თბილისი არენაზე” საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 28:26 დასრულდა.

მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სპორტსმენებს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading