საქართველოსა და ჩინეთს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მემორანდუმები გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
📌 შეთანხმებები შეეხო:
- გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას საქართველოსა და ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს სამინისტროს შორის;
- სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის.
მინისტრის თქმით, მემორანდუმები ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ვიზიტი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.