საქართველოში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა აიკრძალა – ამოქმედდა ჯარიმები
დღეიდან საქართველოში ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა იკრძალება და წესდება ფინანსური სანქციები. აკრძალულია პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ჭიქებისა და თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
ასევე, კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის მზა სურსათის მიწოდება ან შეთავაზება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენებით.
კანონის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 2 000 ლარის ჯარიმას.