დმანისში საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართა

31 დეკემბერს დმანისში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართა.

გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები, ასევე მუსიკალური ჯგუფები „რეზო და ბავშვები“ და „თბილისური კვარტეტი“.

ადგილობრივ მოსახლეობას ახალი წელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვამ, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა მიულოცეს.

საახალწლო საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading