მესტიის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის გამო გზა დროებით ჩაიკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტის ბარჯა-ლენჯერის მონაკვეთთან, სოფელ ბარჯის მიმდებარედ, წუხელ ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც მესტიის მიმართულებით გზა ორივე მხარეს დროებით ჩაიკეტა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, შემთხვევის ადგილზე ტექნიკა მუშაობს. მისი თქმით, მესტიისკენ ზედა მონაკვეთი უკვე გახსნილია, ხოლო ქვემო მიმართულებით გზის გახსნა დაახლოებით ერთ საათში იგეგმება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading