საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი: ინსულინის მიწოდებაში შეფერხება არ არსებობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყანაში ინსულინის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულება. მინისტრი განმარტავს, რომ პრობლემა მხოლოდ კონკრეტული დასახელების მედიკამენტის მიწოდებას ეხება და ალტერნატიული პრეპარატით მკურნალობა სრულად შესაძლებელია.
სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მშობლებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია მედიკამენტის ჩანაცვლების შესახებ და სახელმწიფო მზად არის ნებისმიერ სირთულის შემთხვევაში კონსულტაციები და მხარდაჭერა უზრუნველყოს.