ბოლნისის მერმა სპოტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატება მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ადგილობრივ სპორტსმენებს უმასპინძლა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
ბოლნისელ სპორტსმენებს ირაკლი მახაშვილს, რატი რეხვიაშვილს, ლაშა მარკოსიანს და ოთარ მამულაშვილს აზერბაიჯანსა და ბულგარეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებში საპრიზო ადგილები და მედლები მოიპოვეს – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
მერმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. წარმატებული სპორტსმენების მოტივაციისთვის მერია მათ ფულად ჯილდოს გადასცემს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი თეონა აბრამიშვილი და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელმძღვანელი დავით ყიფშიძე.