მარნეული სალომე ხარშილაძე ქეთევან ლოსაბერიძის თასის გამარჯვებულია 🏹

8-10 ნოემბერს, თბილისში, მშვილდოსნობის ბაზაზე გაიმართა ქეთევან ლოსაბერიძის სახელობის თასის გათამაშება, რომელიც საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელმა, სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი) და ჩემპიონობა მოიპოვა. შეჯიბრება „კლასიკური მშვილდის“ კატეგორიაში, მსოფლიო ფედერაციის (WORLD ARCHERY) წესების შესაბამისად ჩატარდა.


მარნეულის სპორტული სკოლა სალომე ხარშილაძეს გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.