საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძე უზბეკეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading