„ახლა რაც არის მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამ წუთში არ მოქმედებს იმიტომ, რომ როგორც ჩანს ასეთია პოლიტიკური ნება, თორემ წესით უნდა ამოქმედებულიყო “-სოზარ სუბარი

,,შეიძლება ის არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც FARA, მაგრამ გარკვეულ ეფექტს ნამდვილად მოგვცემდა. ძალიან ბევრმა ენჯეომ სცადა თავის არიდება ამ კანონისთვის იმით, რომ გადარეგისტრირდნენ უცხოეთში.„ახლა რაც არის მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამ წუთში არ მოქმედებს იმიტომ, რომ როგორც ჩანს ასეთია პოლიტიკური ნება, თორემ წესით უნდა ამოქმედებულიყო. წესით პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და კანონს უნდა ემოქმედა ამ შემთხვევაში, თუმცა თავი დავანებოთ წარსულს. მაინტერესებს ამ კანონის, რომელიც ახლა გამოგაქვთ სხდომაზე მიღების შემდეგ თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე გზას მონახავს ანუ გვერდს აუვლის კანონს, რა იქნება ჩამკეტი, რა კონტროლის მექანიზმები აქვს სახელმწიფოს რომ კანონის გვერდის ავლის საშუალებები აღმოფხვრას.

სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მინდოდა მეკითხა – ვთქვათ, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც არ იხდის ჯარიმას და გასაგებია, რომ ორგანიზაციას დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვისზეა საუბარი – დამფუძნებელი, დირექტორი თუ რამდენიმე პირი ერთად? და მეორე კითხვა, რომელიც თანაბრად შეეხება პირველ კანონსაც და ამასაც – ვრცელდება თუ არა ეს დონორებზეც, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, მაგალითად სოროსის ფონდის თუ ღია საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც თვითონ კი არ იღებს, არამედ გასცემს გრანტებს, NED-ის წარმომადგენლობა და ა.შ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading